ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 ივლისის №34 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 05/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.176.016096
37
05/08/2015
ვებგვერდი, 12/08/2015
010250050.35.176.016096
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 ივლისის №34 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2015 წლის 5 აგვისტო

ქ. თელავი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 ივლისის №34 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 ივლისის №34 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ (matsne.gov.ge, 13.07.2015, 010250050.35.176.016093).
1.  დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №39 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილების დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გეოგრაფიული ობიექტის, რომლის სახელდებაც განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუქმების (აღარ არსებობს გეოგრაფიული ობიექტი) შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ, ამ წესის მე-8 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს აცნობოს წერილობითი სახით:

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი, ამ მუხლის მე-9 პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად, მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე