დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1598 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019650 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1598
2015 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 ივლისის №5/43540 გადაწყვეტილება, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბუმეში, 2 585.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა №1-ის, პირველ და მე-2 სართულებზე არსებული 952.50 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის, მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №46.12.36.008.01.501), ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები