სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1597
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019649
1597
23/07/2015
ვებგვერდი, 12/08/2015
000000000.00.003.019649
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1597

2015 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 ივლისის №5/42889 გადაწყვეტილება ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის გამზირ №2-ში, ქალაქის ცენტრალურ პარკში მდებარე 57 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის, გაშენების ფართით - 35.06 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №03.03.21.351), ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                    ი. ღარიბაშვილი