დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1595 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019647 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1595
2015 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომ შპს „ჰარმონი ივენთს“ (ს/კ 204567922 ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადით გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული სასადილო და დამხმარე სათავსო, საერთო ფართობით 476 მ2 (სასადილოს ფართი 396 მ2 და დამხმარე სათავსო 80 მ2).
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები