დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1592 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019645 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1592
2015 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 ივლისის №5/42087 გადაწყვეტილება, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, დაბა ჩხოროწყუში მდებარე 487.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №46.02.31.182) და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, დაბა ჩხოროწყუში მდებარე 536.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №46.02.31.183) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები