სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეი ბი ფი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეი ბი ფი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1589
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019642
  • Word
1589
20/07/2015
ვებგვერდი, 11/08/2015
000000000.00.003.019642
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეი ბი ფი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1589

2015 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეი ბი ფი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №13-ში მდებარე 55976.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №01 - 13270.84 კვ.მ, (მ.შ. სარდაფი - 1020.8 კვ.მ, პირველი სართული - 3372.09 კვ.მ, მე-2 სართული - 3684.97 კვ.მ, მე-3 სართული - 3074.24 კვ.მ, მე-4 სართული - 2118.74 კვ.მ) №02 - 454.06 კვ.მ, (მ. შ პირველი სართული - 246.27 კვ.მ, მე-2 სართული - 207.79 კვ.მ) №03 - 177.8 კვ.მ, №04 - 306.21 კვ.მ, №05 - (ნანგრევები), №06 - 202,5 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №29.08.32.091) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარად (ეკვივალენტი ლარი) საკუთრებაში გადაეცეს შპს „ქეი ბი ფი თბილისს“ (ს/კ 404492615).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს პირადად ან/და მე-3 პირ(ებ)ის მეშვეობით :

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 100 (ასი) ნომრიანი, 5 (ხუთი) ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს შექმნა (მათ შორის მშენებლობა/რეკონსტრუქცია, აღჭურვა, კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება).

3. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს:

ა) უზრუნველყოს შპს „ქეი ბი ფი თბილისის“ მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებული სასტუმროს მშენებლობის პროექტის, მისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 (ექვსი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ქონებამდე, ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმროსათვის ბუნებრივი აირის (გაზის) მიწოდების მიზნით, სათანადო მოცულობის (წნევით ბუნებრივი აირის გატარების) მილის გაყვანისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) უზრუნველყოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ - ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი