დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ცხრა ძმის ქუჩის მონაკვეთისთვის ცხრა ძმის ქუჩის III შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 323 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016065 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №323
2015 წლის 4 აგვისტო
ქ.თბილისი
ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ცხრა ძმის ქუჩის მონაკვეთისთვის ცხრა ძმის ქუჩის III შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ჩუღურეთის რაიონში, ცხრა ძმის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს ცხრა ძმის ქუჩის III შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები