„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 414
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.018800
414
06/08/2015
ვებგვერდი, 07/08/2015
480140000.10.003.018800
„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №414

2015 წლის 6 აგვისტო

   ქ.თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2015 წლის 2 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს თურქმენეთის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი