საერთაშორისო დავების გადაწყვეტისა და ინვესტიციების სფეროში ტრენინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საერთაშორისო დავების გადაწყვეტისა და ინვესტიციების სფეროში ტრენინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1648
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019638
  • Word
1648
30/07/2015
ვებგვერდი, 06/08/2015
000000000.00.003.019638
საერთაშორისო დავების გადაწყვეტისა და ინვესტიციების სფეროში ტრენინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №1648

2015 წლის 30 ივლისი

 ქ. თბილისი

საერთაშორისო დავების გადაწყვეტისა და ინვესტიციების სფეროში ტრენინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სა­ხელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ „Omnia Strategy LLP“-საგან საერთაშორისო დავების გადაწყვეტისა და ინვესტიციების სფეროში ტრენინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. საერთაშორისო დავების გადაწყვეტისა და ინვესტიციების სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა განახორციელონ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მათთვის გათვალისწინებული ასიგნებიდან ან/და კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით, არ გავრცელდეს „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი