„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1194
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.029.016312
1194
06/08/2015
ვებგვერდი, 10/08/2015
010240030.22.029.016312
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება  №1194

2015 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანების (ვებგვერდი, 01.04.2013წ., 010240030.22.029.016050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში (შემდგომში დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ) - ნ)“ ქვეპუნქტები:

„ლ) სამინისტროს სისტემაში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

მ) სამინისტროს საქმიანობის  ანგარიშების მომზადება, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემთა დამუშავება/განზოგადება და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა და სტრატეგიულ-პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავება;

ნ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სამოქმედო გეგმების შემუშავება;“.

2. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველო.“.

3. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემაში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიულ-პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავება;

გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემთა დამუშავება/განზოგადება და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სამოქმედო გეგმების შემუშავება;

ე) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

ვ) სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა, ანალიზი, განზოგადება და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

თ) სხვა დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე