თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/5795-13 (შპს "კავკასიის ციფრული ქსელი"-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

  • Word
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/5795-13 (შპს "კავკასიის ციფრული ქსელი"-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/5795-13
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 28/07/2015
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/5795-13
28/07/2015
ვებგვერდი, 11/08/2015
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/5795-13 (შპს "კავკასიის ციფრული ქსელი"-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქმე № 2/5795-13

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

2 8 .07.2015 წელი

თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი  ნათია სახოკია

მოთხოვნა  კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ მიმართ.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ნათია სახოკიამ, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა აღსრულების ეროვნული ბიუროს როგორც მეურვის მომსახურების საფასურის აღიარების საკითხის გადასაწყვეტად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივლისის განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა 2015 წლის 28 ივლისს 12:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: 1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადების განხილვა. 1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე არ გამოცხადდა კრედიტორთა საკმარისი რაოდენობა, რის გამოც კრებამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ვერ მიიღო გადაწყვეტილება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწვეული იქნეს მეორე კრება იმავე დღის წესრიგით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,

 

დაადგინა :

1. კრედიტორთა მეორე კრება მოწვეული იქნეს 2015 წლის 19 ოქტომბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:

 

1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადების განხილვა.

1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი