„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 96/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017002
96/ნ
06/08/2015
ვებგვერდი, 06/08/2015
430010000.22.022.017002
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №96/ნ

2015 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში (სსმ, 163, 14/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016036) და ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალის“ (დანართი №4) პროფესიული სპეციალიზაციის გრაფას:

1.  020153 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები:

,,020154 - მოლარე

020155 - ბუღალტერ - ტექნიკოსი.“.

2. 020255 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  პროფესიული სპეციალიზაცია:

,,020256 - კონსულტანტ - გამყიდველი“.

3. 020364 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები:

,,020365 - ოფისის მენეჯერი

020366 - საბაჟო საქმის სპეციალისტი

020367- ღონისძიების მენეჯერი“.

4. 020454 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

,,020455 - ბანკის მოლარე - ოპერატორი“.

5. 030253 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

,,030254 - ბაგა - ბაღის აღმზრდელი - პედაგოგი“.

6. 040159 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები:

,,040160 - ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი

040161 - კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი

040162 - სისტემების ადმინისტრატორი

040163 - საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი

040164 - სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი (გენერალისტი)

040165 - ვებინტერფეისის დეველოპერი

040166 - ვებინტერფეისის დიზაინერი

040167 - ვებპროგრამისტი

040168 - პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი“.

7. 040565 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები:

,,040566 - დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი

040567 - ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დიაგნოსტიკოს - შემკეთებელი“.

8. 040678 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები:

,,040679 - კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი

040680 - თაბაშირ - მუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟე

040681 - ზეინკალ - სანტექნიკოსი

040682 - ფილამწყობი“.

9. 040777 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

,,040778 - სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი“.

10. 040961 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები:

,,040962 - სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი

,,040963 - საკერავი მანქანის ოპერატორი“[ლხ1].

11. 070354 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

,,070355 - ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორი“.

12. 080380 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები:

,,080381 - ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი

080382 - თექის ოსტატი

080383 - ღონისძიების დიზაინერი

080384 - ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი

080385 - თმის სტილისტი

080386 - ვიზაჟის სპეციალისტი“.

13. 090655 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

,,090656 - მასაჟისტ - რეაბილიტატორი“.

14. 110152 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

,,110153 - არქიტექტორ - ტექნიკოსი“.

15. 112061 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები:

,,112062 - ტუროპერატორი

112063 - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი

112064 - სასტუმრო საქმის სპეციალისტი

112065 - მიღება - განთავსების სპეციალისტი

112066 - რესტორნის სერვისმენეჯერი

112067 - ბართენდერი“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე