დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 412 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360090000.10.003.018798 |
|
„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებით (სსმ, №172, 31.12.2010წ.) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სპეციალისტი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი და საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელთან მუშაობის მიმართულებით და აქვს მისი აღმომჩენი ხელსაწყოსა და იდენტიფიკატორის მოხმარების შესაბამისი კვალიფიკაცია;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ცგს-ის ოპერატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი და საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელთან მუშაობის მიმართულებით და აქვს მისი აღმომჩენი ხელსაწყოებისა და იდენტიფიკატორის მოხმარების შესაბამისი კვალიფიკაცია და რადიაციული განგაშის შემთხვევაში ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს;“; გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) დროებითი სადგომი – სასაზღვრო გამტარი პუნქტის ტერიტორიაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში, აეროპორტებსა და ნავსადგურებში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც შესაძლებელია რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის (მათ შორის, ბარგის, ხელბარგის) ან/და მისი გადამტანი ან შემცველი სატრანსპორტო საშუალებების დროებით უსაფრთხო განთავსება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემდგომ იზოლირებამდე ან მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე. დროებითი სადგომის ადგილს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − შემოსავლების სამსახურთან (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შეთანხმებით;“. 2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი დანაყოფები;“. 3. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგადასახადო ორგანო, აეროპორტების საავიაციო უშიშროებისა და ნავსადგურების უსაფრთხოების დაცვის სამსახურები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების აღმოჩენას, შეჩერებასა და რეაგირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარებას.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რადიოაქტიური ნივთიერებების აღმომჩენი სისტემისა და აპარატურის გამართულ მუშაობასა და ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი და/ან სხვა შესაბამისი დანაყოფი.“; გ) მე-4 პუნქტის „ა − გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების აღმომჩენი სისტემებისა და აპარატურის კალიბრაციას და, საჭიროების შემთხვევაში, იწვევს ფიზიკის ინსტიტუტის ან სხვა შესაბამისი ორგანოს/დაწესებულების წარმომადგენლებს, ან მიმართავს შესაბამის ლაბორატორიას; ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს რადიოაქტიური წყაროების შენახვასა და გამოყენებას, საჭიროების შემთხვევაში, იყენებს ფიზიკის ინსტიტუტის ან/და სხვა შესაბამისი ორგანოს/დაწესებულების რესურსებს, რაზეც შესაბამის ზედამხედველობას ახორციელებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური; გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი ვალდებულია, მიაწოდოს მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილ ორგანოსა და საგადასახადო ორგანოს ცალკეული კატეგორიის საქონლის რადიაციული ფონის ზღვრული სანიტარიული ნორმების თაობაზე, რომლებიც გამოთვლილი იქნება საქონლის სხვადასხვა მოცულობით (წონით) პარამეტრებზე გადაანგარიშებით;“. 4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის აღმოჩენის, შეფასების, რეაგირების, გაუვნებელყოფის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, იზოლირებისა და შენახვის საერთო მონიტორინგს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.“. 5. მე-8 მუხლის: ა) მე-11და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. დროებით სადგომზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალება/საქონელი შემოსაზღვრულ უნდა იქნეს სპეციალური დამცავი ბარიერით ან ლენტით, საზღვრები მარკირებული უნდა იყოს რადიოაქტიურობის გამაფრთხილებელი ნიშნებით და იმყოფებოდეს დაცვის ქვეშ. ზონა უნდა იყოს შემოფარგლული იმგვარად, რომ მის გარეთ რადიაციული ფონი არ უნდა აღემატებოდეს ბუნებრივ რადიაციულ ფონს და, შეძლებისდაგვარად, განთავსებულ უნდა იქნეს აქტიური სამოქმედო ტერიტორიიდან მოშორებით. საჭიროების შემთხვევაში, შემმოწმებელი ჯგუფი უფლებამოსილია, მოითხოვოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების განთავსება ნებისმიერ ახლომდებარე ტერიტორიაზე ან საწყობში, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით. 12. განგაშის დადასტურების შესახებ ინფორმაციას ცგს-ის ოპერატორი დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტსა და ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას.“; ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებები, მათ შორის, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების გადაზიდვის მარშრუტის, მისი საბოლოო განთავსების ადგილისა და გაუვნებელყოფის შედეგების შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს.“. 6. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადამზიდავს (მფლობელს) არ გააჩნია I და II ჯგუფების რადიოაქტიური ნივთიერებების გადატანის/გადაზიდვის შესაბამისი დოკუმენტი (ნებართვა), მაშინ შემმოწმებელი ჯგუფი შესაბამისი რეაგირებისთვის იძახებს დამხმარე პერსონალს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლებს, რაც ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით.“. 7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერების/მასალის გადაზიდვის ლეგალურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, შემმოწმებელი ჯგუფი შემდგომი რეაგირებისთვის იძახებს დამხმარე პერსონალს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლებს, რაც ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები