„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 261
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 010110000.08.002.016992
261
05/08/2015
ვებგვერდი, 06/08/2015
010110000.08.002.016992
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №261

                      2015 წლის 5 აგვისტო                     

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 10/06/2014წ., 010110000.08.002.016938) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად სააგენტო ვალდებულია დაინტერესებული პირის/განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღეში მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.“.

2. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია შედგება 4 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის ორი წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ინიშნება სააგენტოს თანამშრომელთაგან, ხოლო თითო-თითო წევრი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეთაგან, ამავე უწყებების წარდგინებით.“.

3. მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით პირის მიმართ არსებობს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, სააგენტო ამზადებს უარყოფით დასკვნას და 3 დღეში აცნობებს განმცხადებელს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღეში ამ უწყებებიდან ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, კომისია იხილავს სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების არსებობის ან არარსებობის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით.“.

4. 34-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციასა და კომისიის ოქმზე დაყრდნობით ამზადებს დასკვნას:

ა) სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ;

ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ;

გ) სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის შესახებ.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დასკვნას საქმის მასალებთან ერთად (მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებით დაინტერესებული პირის განცხადებას, კომისიის ოქმს, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დასკვნასთან ერთად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციას კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შესახებ) აწვდის საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი