დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.107.016185 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/08/2015 - 03/04/2017)
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურებისათვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს ქვემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიებზე განხორციელებული ქმედებებისთვის:
ა) დავით აღმაშენებლის ქუჩა; ბ) კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის მე-2 შესახვევის გადაკვეთამდე; გ) კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის პირველი შესახვევი; დ) მერაბ კოსტავას ქუჩა შოთა რუსთაველისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთამდე; ე) თამარ მეფის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩის მე-3 შესახვევამდე; ვ) გელა შენგელიას ქუჩის მე-2 შესახვევიდან ლავრენტი გობეჩიას ქუჩის გადაკვეთამდე; ზ) ილია ჭავჭავაძის ქუჩა; თ) ლავრენტი გობეჩიას ქუჩიდან შოთა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე. |
| მუხლი 2 |
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრს“.
|
| მუხლი 3 |
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები