„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 09/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.166.016226
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
30
03/08/2015
ვებგვერდი, 11/08/2015
210020010.35.166.016226
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/08/2015 - 07/09/2015)

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2015 წლის 3 აგვისტო

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №23 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.166.016220, 10.07.2015წ.) და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.50 ლარით თვეში, გარდა ამ დადგენილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად ყვირალაშვილი