„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 28 მაისის N61/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 105/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 19/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 430090000.22.022.017011
105/ნ
19/08/2015
ვებგვერდი, 20/08/2015
430090000.22.022.017011
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 28 მაისის N61/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 28 მაისის N61/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №105/ნ

2015 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 28 მაისის №61/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 28 მაისის N61/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 430090000 22.022.016796) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-4 მუხლით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ :

1.  მე-4 პუნქტის:   

ა) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობის სპეციალობით, განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით, სოციალური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებების ან სამართლის მიმართულებით;“;

ბ)  „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“  და „ბ.ვ.“ ქვეპუნტები ამოღებულ იქნეს;

გ)  ,,ბ“ ქვეპუნქტის ,,ბ.ზ ქვეპუნქტის ,,ბ.ზ.დ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ბ.ზ.დ) განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;";

დ) ,,გ.ე ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 პუნქტის:

ა) ,,ბ ქვეპუნქტის ,,ბ.ა ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობის სპეციალობით, განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით, სოციალური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებების ან სამართლის მიმართულებით;";

ბ) ,,ბ ქვეპუნქტის ,,ბ.გ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა; ;

გ)  „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) ,,ბ" ქვეპუნქტის ,,ბ.ვ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ვ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება; ;

ე) ,,გ ქვეპუნქტის ,,გ.ე ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3.  მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) „უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობის სპეციალობით, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებების ან სამართლის მიმართულებით; ;

4. მე-10 პუნქტის ,,ბ ქვეპუნქტის ,,ბ.ა   ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობის სპეციალობით, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებების ან სამართლის მიმართულებით;

5. მე-11 პუნქტის ,,ბ ქვეპუნქტის ,,ბ.ა ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.ა) უმაღლესი განათლება:  ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობის სპეციალობით, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების ან სამართლის მიმართულებით; .

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე