დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა შეშით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.175.016086 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/08/2015 - 01/12/2015)
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა შეშით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტების, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა შეშით უზრუნველყოფის პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა შეშით უზრუნველყოფის პროგრამა
|
მუხლი 1.
პროგრამის მიზანი |
პროგრამის მიზანს წარმოადგენს სოციალური შეღავათის გაწევის მიზნით ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების შეშით უზრუნველყოფა. |
მუხლი 2.
პროგრამის მოსარგებლეები |
პროგრამის მოსარგებლეები არიან:
ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ის მოქალაქეები (შემდგომში – მოსარგებლეები), რომელთაც სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ 0-დან 65000-მდე სარეიტინგო ქულა; ბ) I და II ჯგუფის ინვალიდები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განიცდიან მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას, ესაჭიროებათ გათბობის ალტერნატიული საშუალება – შეშა და მათ საცხოვრებელ მისამართზე არ ფიქსირდება ბუნებრივი აირი. |
მუხლი 3.
შეშით უზრუნველყოფის გაცემის წესი და მეთოდოლოგია |
1. შეშის მისაღებად მოსარგებლემ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცადება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი (ფორმა-1); გ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამონაწერი სარეიტინგო ქულის მითითებით, რითაც დასტურდება მათი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის ფაქტი; დ) ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის მიერ შეშის მიღების შემთხვევაში, ოჯახის სხვა წევრზე შეშა აღარ გაიცემა. 3. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახზე შეშა გაიცემა ერთჯერადად. 4. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა შეშით უზრუნველყოფის პროგრამის განსახორციელებლად შექმნილი კომისია (შემდგომში – კომისია) განიხილავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, თანდართულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც კომისიის სხდომის ოქმის სახით წარუდგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს. 5. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3; 6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. 7. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება რიგგარეშე სხდომების ჩატარება. 8. კომისიის ოქმი დგება სხდომიდან არაუგვაინეს მესამე დღისა. 9. ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, რის შემდგომაც იგი წარედგინება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 10. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას შეშით დახმარების შესახებ. |
მუხლი 4.
მოსარგებლეზე გასაცემი შეშის მოცულობა |
1. მოსარგებლეზე გასაცემი შეშის რაოდენობა შეადგენს 2 (ორი) მ3-მდე.
2. შეშა მოსარგებლეებზე გაიცემა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებათა რიგითობის პრინციპის დაცვით. 3. შეშის გაცემა იწარმოებს მოსარგებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ამისათვის უფლებამოსილი პირის მიერ. 4. შეშის გადაცემისას მოსარგებლესა და შეშის გაცემაზე უფლებამოსილ პირს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები