,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.126.016160
26
03/08/2015
ვებგვერდი, 11/08/2015
010250040.35.126.016160
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2015 წლის 3 აგვისტო

       ქ. თერჯოლა

 

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლს 24 ივლისის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი, სსმ, 25.07.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.126.016092) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII თავი:

,,VII თავი

საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს წევრთა

უფლებები და გარანტიები

მუხლი 391. საკრებულოს თანამდებობის პირთა შვებულებაში გასვლის წესი

1. საკრებულოს თანამდებობის პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ოდენობით.

2. საკრებულოს თანამდებობის პირები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები შვებულებაში გადის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის (ბრძანება) საფუძველზე. შვებულებაში გასვლის დრო და ხანგრძლივობა საჭიროებს წინასწარ განხილვას და შეთანხმებას საკრებულოს თავმჯდომარესთან.

3.  საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს ისარგებლოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით. საკრებულოს თავმჯდომარის შვებულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ბიურო.

4. საკრებულოს თანამდებობის პირს აქვს შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების უფლება.

მუხლი 392. შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო

1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ისარგებლოს შვებულებით ორსულობისა და მშობიარობის გამო.

2. ორსულობის და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების  ხანგრძლივობა, დახმარება და კომპენსაცია განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შვებულება შესაძლებელია თავიანთი შეხედულებისამებრ გადაანაწილონ ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

მუხლი 393. საკრებულოს წევრთა მივლინება

1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ისარგებლოს მივლინებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხო სახელმწიფოში.

2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ისარგებლოს გრძელვადიანი მივლინებით უცხო სახელმწიფოში.

3. უცხოეთში გრძელვადიან მივლინებად ითვლება პირის გაგზავნა ერთ თვეზე მეტი ვადით.

4. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს მივლინების ხარჯების ანაზღაურება.

5. საკრებულოს წევრის მივლინებაში გაგზავნის წესი, მისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების და კომპენსაციის ოდენობა, პირობები და სოციალური გარანტიები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ჩუბინიძე