„თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აგვისტოს #29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აგვისტოს #29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 03/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.154.016231
33
03/08/2015
ვებგვერდი, 11/08/2015
330010040.35.154.016231
„თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აგვისტოს #29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2015 წლის 3 აგვისტო

დაბა თიანეთი

 

„თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.          
შევიდეს ცვლილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აგვისტოს №29 დადგენილებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. მუხლი 1. დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმა (დანართი №1, 3 ფურცლად) ;
2.  მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმირების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის №65 დადგენილება.

 


მუხლი 2.     
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური



თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური

 

                                                                                                                              მ ი თ ი თ ე ბ ა    № ----

    

თიანეთი                                                                                შედგენის თარიღი:       ---------

დამრღვევის ვინაობა და მისამართი ------------------------------------------------------------- ---                        (მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი, მონაცემები)

 

სამშენებლო საქმიანობის ობიექტი       —————————————————————————————                        (მისამართი,საკადასტრო კოდი)

 ——————————————————————————————————————   დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები:

———————————————————————————————————————————————————————

აღნიშნული გათვალისწინებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“

საქართველოს კანონის ---------- ----- მუხლის ———————————————————————————————————————————————————————

დარღვევის გამოსწორების ვადა    ----------------------------------------------------------- -----------     დღე.

მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ: —————————————————————————————————————— შედგენის თარიღი: -------------------------

მითითება ჩაჰბარდა და გაეცნო:---------------------------------------------------------------- ----------------------- --      (განთავსების ადგილი)


   
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური  სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების  გაცემით („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი). 

მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კეძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად შესრულდა. („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი).

თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (25-ე მუხლის მე-7 პუნქტი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბრძანებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25-ე მუხლის მე-9 პუნქტი).

დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში თიანეთის მულიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იღებს ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ. (25-ე მუხლის მე-10 პუნქტი).

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ - საქართველ;ოს კანონით) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება (დადგენილება) მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25-ე მუხლის მე-14 პუნქტი).  

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება: სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (25-ე მუხლის მე-15 პუნქტი).

თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ბრძანების გაცნობა (პირადი ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე (25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).