,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016190
38
04/08/2015
ვებგვერდი, 11/08/2015
010250050.35.137.016190
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2015 წლის 4 აგვისტო

დ. ადიგენი

 

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  იურიდიული სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №36 დადგენილებაში, კერძოდ  დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“,  „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ და „კ“ პუნქტები:

„ე) განსაზღვროს აუდიტორული შემოწმების სახე, საქმიანობის სფერო, შესრულების სიხშირე და შიდა აუდიტორთა ის რაოდენობა, რაც აუცილებელია შიდა აუდიტის განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) მოამზადოს და მუნიციპალიტეტის გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგინოს წლიური და სტრატეგიული გეგმები;

ზ) განახორციელოს მონიტორინგი შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის განხორციელებაზე;

თ) ითანამშრომლოს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში წარადგინოს საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია;

ი) განიხილოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილი ჰარმონიზაციის ცენტრის რეკომენდაციები და ინსტრუქციები;

კ) განახორციელოს გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი