დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.017000 |
|
„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის
№113/ნ
ბრძანების
(ვებგვერდი, 08
.06
.2012
წ., 430010000.22.022.016379) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესში“ (დანართი
1)
შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის მე-7 მუხლის:
1. მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)
შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული
არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ
პირის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერ
ი და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი;“.
2. მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია
პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მიმართოს შესაბამის არქივს, საგანმანათლებლო დაწესებულებას ან
საგანმანათლებლო რესურსცენტრს (შემდგომში – რესურსცენტრი), ხოლო პირის მიერ ზ
ოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის ან ზოგადი განათლების ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღების შემთხვევაში - შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.
10
. საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია რესურსცენტრს მიმართოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ხოლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს
პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულები
ს შესახებ მონაცემების მოპოვებას
იმ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან
, სადაც დაასრულა პირმა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.“.
3. 121
და 122 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულები ს შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა არაუგვიანეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემისათვის განსაზღვრული ვადისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ტერიტორიულს სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები