დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხაშურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.143.016344 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/08/2015 - 01/05/2018)
|
ხაშურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
„საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვათ პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის მიღება. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი‘‘ დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი № 1
|
ხაშურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
|
. |
მუხლი 1.
წესის რეგულირების სფერო |
ხაშურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში-წესი) განსაზღვრავს ხაშურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა პრემიების გაცემის წესს, პირობებსს და ოდენობას.
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
პრემია –
საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
|
მუხლი 3.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზანი |
1. პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
2. პრემიის მიზნებია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. 3. პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 4. პრემიის გაცემა ხორცილდება ხაშურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით. |
მუხლი 4.
პრემიის გაცემის წესი და პერიოდულობა |
1. ერთდროულად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს 100%-ს .
2. პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვარტალური პრემიის გარდა, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე წელიწადში სამჯერ. |
მუხლი 5.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება |
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა მიმართ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს. წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირის –
საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მიმართ და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის ჩარიცხვას ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები