დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი |
| მიღების თარიღი | 03/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.62.074.016006 |
|
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11.12.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010100000.62.074.016002) დამტკიცებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) ცოდნა.“; ბ) მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკონკურსო თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; „პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; „ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.“; გ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. უფროსი აუდიტორი 1. უფროსი აუდიტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, სასურველია კვლევითი გამოცდილება სისხლის სამართლის პროცესის მიმართულებით; გ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, სასურველია აუდიტის სპეციალიზებული საშუალებების გამოყენების ცოდნა); ე) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; 2013 წლის 19 ივლისის 180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე. 3. შეფასების კრიტერიუმები: ა) განათლება/კვალიფიკაცია; ბ) სამუშაო გამოცდილება; გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა; დ) პროფესიული უნარები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები