დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 247 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 04/08/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016786 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31.07.2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 – 75 პუნქტები: „71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ახალი მესაკუთრე ვალდებულია, ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის შესაბამისად საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში ან წარადგინოს საქონლის დროებით შენახვის განაცხადი. 72. საბაჟო საწყობში დროებით შენახული საქონელი (საქართველოში მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გარდა) შესაძლებელია დაგირავდეს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით დადებული გარიგებისა და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების საჯარო რეესტრში („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში) რეგისტრაციის საფუძველზე. 73. დროებით შენახული დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის შესაბამისად მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში, მოგირავნე ვალდებულია, საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში ან წარადგინოს საქონლის დროებით შენახვის განაცხადი. ამასთან, საგადასახადო ორგანოს წარედგინება გირავნობის გარიგება და ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ა) დამგირავებლის თანხმობა დაგირავებული საქონლის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემაზე; ბ) სააღსრულებო ფურცელი; გ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობა. 74. დროებით შენახული დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად რეალიზაციის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში ან წარადგინოს საქონლის დროებით შენახვის განაცხადი, ასევე საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საქონელზე საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. 75. ამ მუხლის 73 და 74 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები.“. 2. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები: „ო) დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის შესაბამისად მოგირავნის საკუთრებაში გადასვლისას – გირავნობის გარიგება და დამგირავებლის თანხმობა დაგირავებული საქონლის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემაზე ან სააღსრულებო ფურცელი ან სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობა; პ) დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად რეალიზაციის შემთხვევაში – საქონელზე საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.“. 3. 64-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბაჟო საწყობში შენახულ, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე (შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების გარდა) საკუთრების უფლების გადაცემა დასაშვებია საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის საფუძველზე.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 – მე-7 პუნქტები: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ახალი მესაკუთრე ვალდებულია, ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის შესაბამისად საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში. 4. საბაჟო საწყობში შენახული, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი (შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების და საქართველოში მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გარდა) შესაძლებელია დაგირავდეს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით დადებული გარიგებისა და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების საჯარო რეესტრში („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში) რეგისტრაციის საფუძველზე. 5. დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის შესაბამისად მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში, მოგირავნე ვალდებულია, საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში. 6. დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად რეალიზაციის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში. 7. ამ მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება წინმსწრებ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში, რომელიც ჩაითვლება ძალადაკარგულად.“. |
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები