„ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №662 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 409
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 080180020.10.003.018795
409
03/08/2015
ვებგვერდი, 04/08/2015
080180020.10.003.018795
„ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №662 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №409

2015 წლის 3 აგვისტო

   ქ.თბილისი

„ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №662 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 5 დეკემბრის №662 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 05.12.2014წ., 080180020.10.003.018282) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის დროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით იქმნება ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბი (შემდგომში – შტაბი), რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრთან ერთად კოორდინაცია გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა შესაბამის საქმიანობას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) მეშვეობით;“.

3. მე-9  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9.  შტაბის კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა

შტაბის ყველა სახის კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების, ასევე სსიპ – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ. კომერციული კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენება ხორციელდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.   

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი