„ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 080180020.10.003.018793
407
03/08/2015
ვებგვერდი, 04/08/2015
080180020.10.003.018793
„ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №407

2015 წლის 3 აგვისტო

ქ.თბილისი

„ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის №254 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 26.03.2014წ., 080180020.10.003.017874) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავარი ორგანოა ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში, „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების (შემდგომში – სუბიექტები) მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის კოორდინაციას უზრუნველყოფს თავის სისტემაში შემავალი კონტრტერორისტული ცენტრის (შემდგომში – კონტრტერორისტული ცენტრი) მეშვეობით.“.

2. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ქვეყანაში განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობის შესახებ ანგარიშს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მეშვეობით წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი