„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 404
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.018790
404
03/08/2015
ვებგვერდი, 04/08/2015
130030000.10.003.018790
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №404

2015 წლის 3 აგვისტო

   ქ.თბილისი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22.04.2014წ., 130030000.10.003.017925) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის (სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხა) 5.1.9.  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.1.9. საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების შიდასაუწყებო ნორმატიული აქტები, რომლებიც აწესრიგებენ მათ შიდა საქმიანობას უშუალოდ ქვეყნის თავდაცვის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სფეროებში.“.

2. №2 დანართს (იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, გასცენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 პუნქტი:

„231. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები.“.

3. №3 დანართს (იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლებამოსილება) დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 პუნქტი:

„341. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში:

ა) განყოფილების უფროსები და ზემოთ;

ბ) ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ქვედანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი