დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 91/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 05/08/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016997 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016655) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. უნივერსიტეტს აქვს თავისი გერბი, დროშა და ჰიმნი.“; 2. მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,11. გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ (გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებად რეორგანიზებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისა) იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებით.“; 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,უ) იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ (გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებად რეორგანიზებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისა) და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“; 4. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.“; 5. 29-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 9 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 7 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.“. ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,51“პუნქტი: ,,51. პროფესორის თანამდებობაზე არჩეულ პირთან შესაძლებელია გაფორმდეს უვადო შრომითი ხელშეკრულება.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ამ მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით განსაზღვრული პირობებითა და მოთხოვნებით აკადემიური თანამდებობის დაკავებისა და უვადო ხელშეკრულების გაფორმების წესი განისაზღვრება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით.“. 6. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის დაცვით.“. 7. 41-ე მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,41“პუნქტი: ,,41. დაუშვებელია სტუდენტის სტატუსის შეჩერება გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტიდან წასული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება, გარდა მე-5 პუნქტის, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
მუხლი 3 |
ამ ბრძანების მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის პირველი სექტემბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები