„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 403
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 230210000.10.003.018789
403
03/08/2015
ვებგვერდი, 04/08/2015
230210000.10.003.018789
„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №403

2015 წლის 3 აგვისტო

 ქ.თბილისი

„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში (სსმ, 2006 წელი, მუხლი 1854) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:

1.  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (აკრძალული და  მკაცრად შეზღუდული ნივთიერებების შემთხვევაში), მათი კომპეტენციის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდების შემთხვევაში) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (პირველ დანართში მითითებული მასალების შემთხვევაში) დასკვნის საფუძველზე.“.

2.  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების (ნარჩენის გარდა), ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ნებართვის გამცემის მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მონაწილეობენ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.“.   

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.  

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი