დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის №347 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 402 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470170000.10.003.018788 |
|
„განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის №347 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მაისის №347 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14.05.2014წ., 470170000.10.003.017967) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ გეგმაში:
1. გეგმის შესავლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მიუხედავად იმისა, რომ გეგმის მიზანია ნორმალურ რეჟიმში მომსახურების მიწოდების შეძლებისდაგვარად დიდხანს შენარჩუნება, პათოგენური ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების შედეგად გაჩენილი პრობლემების თავისებურებისა და ასეთი დაავადებების სავარაუდო ხანგრძლივობის გამო, ზოგიერთი მომსახურების და მოქმედების შეზღუდვა გარდაუვალია ინფექციური დაავადების გავრცელების შემცირების, რესურსების ოპტიმალურად გამოყოფისა და განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფთა დაცვის მიზნით.
2. მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) კრიმინალურ ან ტერორისტულ აქტზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, დამატებით ახდენენ დანაშაულის ადგილის დაფიქსირებას და კანონით გათვალისწინებული კრიმინალური გამოძიებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისათვის აუცილებელი ქმედებების ინიციირებას, რათა დადგინდეს დაბინძურების წყარო და აღნიშნული აქტისათვის პასუხისმგებელი პირ(ებ)ი; ბ) ახორციელებენ ბიოლოგიური ინციდენტის ზონაში მასობრივი პანიკის პრევენციასა და მართლწესრიგის უზრუნველყოფას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები