„უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აგვისტოს №462 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.018786
400
03/08/2015
ვებგვერდი, 04/08/2015
130030000.10.003.018786
„უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აგვისტოს №462 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №400

2015 წლის 3 აგვისტო

ქ.თბილისი

„უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აგვისტოს №462 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აგვისტოს №462 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.08.2014წ., 130030000.10.003.018082) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესში:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დასაშვებად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში პირი წარადგენს:

ა) ანკეტას;                                                        

ბ) ავტობიოგრაფიას;

გ) პასპორტის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში, პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტის ასლს, რომელიც გამოიყენება მგზავრობისათვის, ან/და ბინადრობის მოწმობის ასლს.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, პირი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში წარადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმან(ებ)ი.

3. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის  განმახორციელებელი იურიდიული პირი, ამ დადგენილებით განსაზღვრული პირის მიმართ შემოწმების პროცედურის განხორციელების მიზნით, უზრუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმებას ახორციელებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს.“.

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმება შესაძლებელია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წერილის საფუძველზე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების შექმნის ან გამოვლენის შემთხვევაში.“.

5. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს გარემოებანი, რომლებიც ხელს უშლის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი