დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 399 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.018785 |
|
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.09.2014წ., 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს (№1 დანართი) დაემატოს შემდეგი შინაარსის XVI1 თავი:
„თავი XVI1 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო თანამდებობები
მუხლი 221 1. მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე.
2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) დეპარტამენტის დირექტორი/უფროსი; ბ) დეპარტამენტის დირექტორის/უფროსის პირველი მოადგილე; გ) დეპარტამენტის დირექტორის/უფროსის მოადგილე; დ) მთავარი სამმართველოს უფროსი; ე) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; ვ) სამმართველოს უფროსი; ზ) სამმართველოს უფროსის მოადგილე; თ) სამსახურის უფროსი; ი) სამსახურის უფროსის მოადგილე; კ) განყოფილების უფროსი; ლ) განყოფილების უფროსის მოადგილე.
3. უფროსი საჯარო თანამდებობა ა) ქვეგანყოფილების უფროსი; ბ) ცვლის უფროსი; გ) მრჩეველი; დ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი; ე) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; ვ) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი; ზ) ოპერატიული თანამშრომელი; თ) უფროსი ინსტრუქტორი; ი) ინსტრუქტორი; კ) უფროსი გამომძიებელი; ლ) უფროსი ინსპექტორი; მ) ინსპექტორი; ნ) უფროსი მებრძოლი; ო) მებრძოლი; პ) გამნაღმველი; ჟ) მთავარი სპეციალისტი; რ) წამყვანი სპეციალისტი; ს) ოფიცერი; ტ) ექსპერტი; უ) თანამშრომელი.
4. უმცროსი საჯარო თანამდებობა: ა) სპეციალისტი; ბ) დაცვის თანამშრომელი; გ) დამხმარე მოსამსახურე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები