„სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 397
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 010130000.10.003.018783
397
03/08/2015
ვებგვერდი, 05/08/2015
010130000.10.003.018783
„სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №397

2015 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015  წლის 20  აპრილის №176 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.04.2015წ., 010130000.10.003.018561) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

 1. წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გაუქმებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის სამინისტროსთვის დაუბრუნებლობის შემთხვევაში (გარდა დაკარგვის შემთხვევისა), სამინისტრო ვალდებულია, სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას პირისთვის გაუქმებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის ჩამორთმევას და მის სამინისტროსთვის დაბრუნებას.“.

2.  წესის №1 დანართის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფი თანამშრომლები, საქართველოს საპატიო კონსულები, დიპლომატიური კურიერები, თავდაცვის ატაშეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები, როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული ზემოაღნიშნული პირების (გარდა საქართველოს საპატიო კონსულებისა და დიპლომატიური კურიერებისა) მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები;“.

3.  წესის №1 დანართს „ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“ ქვეპუნქტი:

„ც1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  სისტემის  არაუმეტეს 50 თანამშრომელი;“.

4. წესის №2 დანართის „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  სისტემის  არაუმეტეს 80 თანამშრომელი;“.

5. წესის №2 დანართის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, საქართველოს თავდაცვის ატაშეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების აპარატების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, ასევე საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ამ პირთა მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი