„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 394
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 10/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.018780
394
03/08/2015
ვებგვერდი, 04/08/2015
010240030.10.003.018780
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №394

2015 წლის 3 აგვისტო

ქ.თბილისი

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში  (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1479) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ს2“ ქვეპუნქტი:

„ს2) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა  საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის და შესაბამისი ტაქტიკური ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია და მართვა, სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების დაცვის საკითხებში, დიპლომატიური წარმომადგენლობების რეგიონალური და ლოკალური საფრთხეების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი, აქტუალური მოვლენების გამოკვეთა და შესწავლა, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ცალკეული ღონისძიებების განსახორციელებლად, კონკრეტული სამოქმედო გეგმების, რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემუშავება, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხო კომუნიკაციის, ვიდეო კონტროლის, დაშვების კონტროლის, დაცვის, სახანძრო დაცვის, ავტოსიგნალიზაციის, საგანგაშო, მოძრაობის კონტროლის საშუალებებით დაცვის განხორციელება, დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კომპლექსური უსაფრთხოების სისტემის ექსპლუატაცია და უწყვეტი მონიტორინგი, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში გატარება-დაშვების რეჟიმისა და ვიზიტორთა აღრიცხვის ორგანიზება, ექსტრემალური (კრიზისული) ვითარების შექმნის შემთხვევაში, სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საფრთხეების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან ინტენსიური კომუნიკაცია;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 10 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი