დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესისის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016229 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/08/2015 - 07/05/2018)
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 107 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი დანართის №1 შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი
|
მუხლი 1.
დადგენილების სამართლებრივი საფუძველი |
1. დადგენილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 107-ე მუხლის მე-3 პუნქტი. 2. დადგენილება მიზნად ისახავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში არსებული, დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებას. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მუნიციპალიტეტი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი; ბ) გამგებელი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი; გ) საკრებულო -ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო; დ) კერძო საკუთრება- საკუთრების უფლება, რომელიც ეკუთვნის ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, საკუთრების უფლების დამდგენი შესაბამისი საბუთის ან სხვა იურიდიული ფაქტის საფუძველზე; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი - 2014 წლის 5 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ვ) მიწის ნაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ზ) დაინტერესებული პირი -ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშვა იმავე მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე. |
მუხლი 3.
მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის ზოგადი წესი |
1.,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 107-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, საკუთრების უფლებით დაირეგისტრიროს დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთები, რომლებიც მოქცეულია მისი ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის მიზნით, გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას),რომელიც უნდა შეიცავდეს განკარგულებას შესაბამისი მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს: მონაცემებს მიწის ნაკვეთის კატეგორიის, ადგილმდებარეობისა და ფართობის შესახებ. ბრძანებას უნდა დაერთოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 3. გამგებლის ბრძანება, შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონულ ვერსიებთან ერთად, სარეგისტრაციოდ წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს,„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. |
მუხლი 4.
მიწის ნაკვეთის მართვა და განკარგვა |
1.ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მართვა და განკარგვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. |
მუხლი 5.
დაინტერესებულ პირთა უფლებები |
|
მუხლი 6.
მიწის ნაკვეთის მოცვლის წესი |
|
მუხლი 7.
ხარჯები |
დადგენილების მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, საჯარო რეესტრში დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ხარჯს გაიღებს მუნიციპალიტეტი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები