დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის შალვა დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 309 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016059 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №309
2015 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის შალვა დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს მიენიჭოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული, 41-ე ბატალიონის მეთაურის, მაიორ შალვა დოლიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ.თბილისის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის №127 დადგენილება, „ქ.თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, შალვა დოლიძის ქუჩაზე მდებარე სკვერისთვის შალვა დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ“;
გ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ; №6).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები