დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის შესახვევის მონაკვეთისთვის შმაგი ხაიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 308 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016058 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №308
2015 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის შესახვევის მონაკვეთისთვის შმაგი ხაიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის შესახვევის მონაკვეთს (მონაკვეთი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად და მასთან მდებარე შესახვევად) მიენიჭოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის კაპრალ შმაგი ხაიკაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ; №6).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები