დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ქეთევან მაღალაშვილის ქუჩასთან არსებული შესახვევისთვის და გასასვლელისთვის ქეთევან მაღალაშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 301 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016053 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №301
2015 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ქეთევან მაღალაშვილის ქუჩასთან არსებული შესახვევისთვის და გასასვლელისთვის ქეთევან მაღალაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ნაძალადევის რაიონში, ქეთევან მაღალაშვილის ქუჩასთან არსებულ შესახვევსა და გასასვლელს მიენიჭოს ქეთევან მაღალაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები