„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016185
33
03/08/2015
ვებგვერდი, 10/08/2015
010250020.35.164.016185
„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2015 წლის 3 აგვისტო

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის  შესაბამისად,   ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.08.2014 წ.,  010250020.35.164.016119) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.   აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას.

2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.“.

2. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა

1. საკრებულოს საქმისწარმოებაში აპარატმა უზრუნველყოს:

ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა;

ბ) გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურთან კოორდინაციით ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“  დანერგვა.

2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე საკრებულოს აპარატის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით, ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზურაბ ჩხეიძე