დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2463 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 28/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.080.000.05.001.002.081 |
საქართველოს კანონი
,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№23-26, მუხ. 559) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ფსიქიატრიის დარგში მომუშავე ექიმის უარი პაციენტის მკურნალობაზე
თუ ექიმ-ფსიქიატრის პირად უსაფრთხოებას აგრესიის საფრთხე ექმნება პაციენტის მხრიდან, მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმს უფლება აქვს უარი თქვას პაციენტის მკურნალობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმი ერთადერთი სპეციალისტია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი.
№2463-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები