დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, მელიქ-სურხავის ქუჩისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და გასასვლელისთვის ოთხი ათასი მესხის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 286 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016039 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №286
2015 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, მელიქ-სურხავის ქუჩისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და გასასვლელისთვის ოთხი ათასი მესხის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, მელიქ-სურხავის ქუჩას, მასთან არსებულ ჩიხსა და გასასვლელს მიენიჭოს გარნისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ოთხი ათასი მესხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები