დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესის’’ დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 26 აგვისტოს №62 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016320 |
22
13/08/2015
ვებგვერდი, 14/08/2015
120340000.22.026.016320
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესის’’ დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 26 აგვისტოს №62 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესის’’ დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 26 აგვისტოს №62 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 26 აგვისტოს №62 ბრძანებით (ვებგვერდი, 26.08.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016284) დამტკიცებულ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში პრაქტიკის გავლის წესში” შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 4 პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, გარდა პირველი კურსის სტუდენტისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები