„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 28/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 10/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 130.040.000.05.001.002.080
  • Word
2462
23/12/2005
სსმ, 56, 28/12/2005
130.040.000.05.001.002.080
„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12(19), 1999 წელი, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-11 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზიანი, რომელიც მიადგა საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დადგენის შემთხვევაში იღებს სახელმწიფო კომპენსაციას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და ოდენობით, ასევე ერთჯერად დახმარებას 5 წლის ფულადი ანაზღაურების სახით.“;

ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე ასევე ვრცელდება სოციალური დაცვის გარანტიები, რომლებიც განსაზღვრულია „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2462–რს