დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, ისნის რაიონში, მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული I შესახვევისთვის გიორგი მდივანის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 219 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016022 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №219
2015 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, ისნის რაიონში, მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული I შესახვევისთვის გიორგი მდივანის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ისნის რაიონში, მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ I შესახვევს მიენიჭოს ქართული კინოს ერთ-ერთი თვალსაჩინო ფუძემდებლის, კინოდრამატურგ გიორგი მდივანის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ ; №6)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები