ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ივერი ფრანგიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ივერი ფრანგიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016019
  • Word
216
23/06/2015
ვებგვერდი, 05/08/2015
000000000.00.101.016019
ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ივერი ფრანგიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №216

2015 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ივერი ფრანგიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ნაძალადევის რაიონში, ავშნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების მეცნიერის, პროფესორ ივერი ფრანგიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კმ ; №6)

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე გ.ალიბეგაშვილი

Description: C:\Users\e.samitashvili\Desktop\23.06.2015\Iveri Frangishvili.jpg