ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცენტრალური დარბაზისთვის თამარ მეფის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცენტრალური დარბაზისთვის თამარ მეფის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 215
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016018
  • Word
215
23/06/2015
ვებგვერდი, 05/08/2015
000000000.00.101.016018
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცენტრალური დარბაზისთვის თამარ მეფის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №215

2015 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცენტრალური დარბაზისთვის თამარ მეფის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცენტრალურ დარბაზს მიენიჭოს ერთიანი საქართველოს პირველი ქალი მეფის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლის თამარ მეფის სახელი.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ ; 6)

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი