დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ე.წ. დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში უსახელო ქუჩისთვის ქრისტინე შარაშიძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 246 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016015 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №246
2015 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ე.წ. დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში უსახელო ქუჩისთვის ქრისტინე შარაშიძის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) საბურთალოს რაიონში, ე.წ. დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში (დავით აღმაშენებლის ხეივანსა და გოდერძი ჩოხელის ქუჩას შორის) უსახელო ქუჩას მიენიჭოს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ისტორიკოს ქრისტინე შარაშიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ ; №6).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები