დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 213 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.016336 |
213
05/08/2015
ვებგვერდი, 11/08/2015
040030000.22.023.016336
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
1.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან და ფლობდეს სახელმწიფო ენას. |
2.
კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: |
ა)
უმაღლესი განათლება –
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ან ინჟინერიის მიმართულებით;
|
ბ)
დარგი/სპეციალობა – მენეჯმენტი, გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება, სამთო და გეოინჟინერია, გეოგრაფია, გეოლოგია, სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო სამართალი, საჯარო სამართალი, საზოგადოებრივი გეოგრაფია, ეკონომიკა, ეკოლოგია/გარემოსმცოდნეობა, საჯარო მმართველობა; |
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; |
დ)
სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორებში ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; |
ე)
საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის, „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის, „წყლის შესახებ” საქართველოს კანონის, „რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №27 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების ცოდნა; |
ვ)
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა; |
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად, Power Point – კარგად) ცოდნა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები