,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 11/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.360.010.10.003.000.995
  • Word
51
08/03/2008
სსმ, 38, 11/03/2008
010.360.010.10.003.000.995
,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №51

2008 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

„სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამუშაო ადგილებზე პრო­ფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწი­ფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრო­ბის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №172, მუხლი 1907) დამტკიცებულ პროგრამაში შეტა­ნილ იქნეს შემდეგი ცვლილე ბები:

1. მე-2 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) პროფესიული მომზადების (გადამზადების) მაძიე­ბელი შეიძლება იყოს 25-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე. პროგრამის მონაწილე მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა არის 130 000 (ას ოცდაათი ათასი).“.

2. მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. დამსაქმებელის/პროფესიული მომზადების ცენტრის მიერ შევსებული და შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურე­ბული დასაქმების ბარათის პირველი ნაწილი მაძიებელმა შესაბამის საბანკო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს 2007 წლის 15 დეკემბრიდან 2008 წლის 20 იანვრამდე, ხოლო მეორე და მესამე ნაწილები – არა უგვიანეს 2008 წლის 30 აპრი­ლისა. ამასთან, დასაქმების ბარათის მესამე ნაწილი შესაბამის საბანკო დაწესებულებას უნდა წარედგინოს არა უადრეს 2008 წლის 5 აპრილისა. დასაქმების ბარათის მე-2 და მე-3 ნაწილები გაუნაღდდებათ იმ პირებს, ვისაც დადგენილ ვადებ­ში განაღდებული აქვთ დასაქმების ბარათის წინა ნაწილები.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 4 მარ­ტიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე